ენეაგრამა · ქოუჩინგი · NLP
გაიცანი საკუთარი თავი კიდევ უფრო ღრმად ენეაგრამის დახმარებით
აღმოაჩინე შენი ფარული პოტენციალი თვითშემეცნების უნიკალური სისტემით, რომელიც თანაბრად გეხმარება კარიერულ წარმატებაში, შინაგანი ემოციური ბალანსის პოვნასა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
ეკა გობრონიძე
ენეაგრამის კონსულტანტი, ქოუჩი და NLP პრაქტიკოსი. ჩემი სურვილია, დაგეხმაროთ საკუთარი ქცევებისა და მოტივების უკეთ გაგებაში.
ეს პროცესი დაგეხმარებათ:
- გაიმარტივოთ ყოველდღიურობა;
- მიაღწიოთ კარიერულ წინსვლას;
- მოაგვაროთ და გააუმჯობესოთ პირადი ურთიერთობები.
ამისთვის გაგიზიარებთ მარტივ, პრაქტიკულ და გამოცდილ საშუალებებს, რომლებიც რეალურად მუშაობს.
რა არის ენეაგრამა?
ენეაგრამა არის თვითშემეცნების 9-ტიპიანი სისტემა, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროსა და ქცევის მოდელებს აღწერს. ის არ არის უბრალოდ კლასიფიკაცია, ეს არის რუკა საკუთარი თავისა და სხვების უკეთ გასაგებად.
ის არ გაკერებთ „ეტიკეტებს" და არ გსვამთ ჩარჩოებში, ის გაჩვენებთ განვითარების გზებსა და შესაძლებლობებს.
9 ტიპი
რას მოგცემთ ენეაგრამა?
- ✓დაგეხმარებათ, უკეთ გააცნობიეროთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები
- ✓შეგიმცირებთ კონფლიქტებს და გაგიუმჯობესებთ ურთიერთობებს
- ✓შეგასწავლით სტრესის მართვის ახალ სტრატეგიებს
- ✓გაგიმარტივებთ სწორი კარიერული გადაწყვეტილებების მიღებას
- ✓აგიმაღლებთ ემოციურ ინტელექტს
გაიარეთ ექსპრეს ტესტი
მხოლოდ 5 წუთი — და გაიგებთ, რომელი ენეატიპის სტრატეგიით მოქმედებთ. შედეგები გამოიგზავნება ელ-ფოსტაზე.
დაწყება →ინდივიდუალური დიაგნოსტიკა
1 საათიანი სესია — ღრმა ანალიზი, პირადი სტრატეგია. ინდივიდუალური სესიების ჩატარება შესაძლებელია როგორც პირისპირ, ისე ონლაინ რეჟიმში.
120 ლარიდან
დაჯავშნე კონსულტაციაჩემს შესახებ
მე ვარ ეკა გობრონიძე — სერტიფიცირებული ენეაგრამის კონსულტანტი, NLP პრაქტიკოსი და ქოუჩი. ჩემი მიდგომა კლინიკური ფსიქოლოგიის საფუძვლებს ეყრდნობა. ვეხმარები ადამიანებსა და ორგანიზაციებს, აღმოაჩინონ საკუთარი ნამდვილი არსი და შექმნან გრძელვადიანი, პოზიტიური ცვლილებები.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენად ზუსტია ვებგვერდზე მოცემული ექსპრეს-ტესტი?
ენეაგრამის ექსპრეს-ტესტი გვაძლევს საორიენტაციო გზას — ის 70%-იანი ალბათობით განსაზღვრავს ძირითად მიმართულებას ან გამოკვეთს 2-3 წამყვან მოდელს. თუმცა, ადამიანის შინაგანი სამყარო ზედაპირულ ტესტებზე ბევრად მდიდარია. სწორედ ამიტომ, ინდივიდუალური ქცევითი შაბლონებისა და ფარული მოტივაციების მაქსიმალური სიზუსტით დადგენა მხოლოდ პერსონალურ, სიღრმისეულ ენეა-დიაგნოსტიკის სესიაზე ხდება, სადაც თითოეულ ნიუანსს ექცევა ყურადღება.
რამდენჯერ შეიძლება ტესტის გავლა?
ერთი ელ-ფოსტით ტესტის შევსება შესაძლებელია მაქსიმუმ ორჯერ.
რა ფორმატში ტარდება კონსულტაცია?
შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის მოხერხებული ფორმატი: ონლაინ (Zoom) ან პირისპირ შეხვედრა. ინდივიდუალური სესია გრძელდება 1 საათს.
რა ენაზე მიმდინარეობს სესია?
ქართულად.
საკმარისია თუ არა ერთი ინდივიდუალური სესია ენეატიპის დასადგენად?
როგორც წესი, ერთი სესია სრულიად საკმარისია. მთავარი ფაქტორი აქ რესპოდენტის ღიაობა, გულახდილობა და მზაობაა.
მზად ხარ პირველი ნაბიჯისთვის?
გაიარე სწრაფი, უფასო და შემეცნებითი ექსპრეს-ტესტი.
