← ბლოგი
პიროვნული ზრდა2 წუთი · 2026-08-30

თაბაშირი სულზე: როგორ დავაღწიოთ თავი საკუთარ ხაფანგებს?

თქვენც ხომ გესმით ის შინაგანი ხმა, რომელიც ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ გეუბნება, რომ ის, ვინც ახლა ხარ — შენი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილია?

შენც ხომ ზუსტად იცი, როგორი იქნებოდა შენი „საუკეთესო მე" — უფრო მშვიდი, უფრო თავდაჯერებული, უფრო შემოქმედებითი და თავისუფალი. ხედავ ამ სურათს, თითქოს ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ რაღაც მუდმივად გიშლის ხელს.

და ყველაზე რთული დასაჯერებელი ის არის, თუ რა გიშლის ხელს.

არაჩვეულებრივად გვეხერხება მიზეზების გარეთ ძებნა: „დრო არ მაქვს", „ქვეყანაში რთული სიტუაციაა", „გარემო არ მიწყობს ხელს", „სამსახური მფიტავს"... მაგრამ თუ საკუთარ თავთან სრულიად გულწრფელები ვიქნებით, აღმოვაჩენთ რომ...

ღრმად შიგნით შენც ხომ იცი: ერთადერთი, ვინც შენსა და შენს ნამდვილ, საუკეთესო ვერსიას შორის დგას — შენ თვითონ ხარ.

შენი ჩვევები, შენი შინაგანი კრიტიკოსი, შენი შიშები და ის ემოციური რეაქციები, რომლებიც წრეზე ატრიალებენ შენს ცხოვრებას.

მერე გაწუხებს კითხვა: რატომ ვექცევით საკუთარი თავის ხაფანგში? რატომ ვერ გამოვდივართ ამ მოჯადოებული წრიდან?

„თაბაშირი სულზე"

წარმოიდგინეთ, ადამიანმა ხელი მოიტეხოს და ექიმმა თაბაშირი დაადოს. მერე კი ისე შეეჩვიოს მის ტარებას, რომ შეხორცების შემდეგაც გააგრძელოს მისი ტარება... როგორ ფიქრობთ, შეძლებს ის ამ ხელის სრულყოფილად გამოყენებას?

პასუხი ცალსახაა...

ფრიად გაოცებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რამდენი ასეთი „თაბაშირი" მადევს თურმე სულზე და რამდენი ხანია დავატარებ! ზოგიერთი მათგანი ისეა შესისხორცებული და შეზრდილი ჩემს არსებასთან, რომ მათი მოხსნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

თავის დროზე (ბავვშვობაში) ეს „თაბაშირები" მჭირდებოდა, რომ მეცოცხლა მოტეხილობა და ჭრილობა შეხორცებულიყო. მაგრამ დღეს ისინი ისინი უბრალოდ მოძრაობაში მიშლიან ხელს.

როგორ დავაღწიოთ თავი ამას?

საჭიროა უბრალოდ ამ თაბაშირისა და არტახების ფრთხილად, ეტაპობრივად მოხსნა — ისე, რომ თავი არ დავიზიანოთ და საკუთარი „მე"-ს წინააღმდეგ არ წავიდეთ.

მე მივაგენი ინსტრუმენტს, რომელიც Google Maps-ივით მიშლის თვალწინ ჩემი ხასიათის რუკას, მიმართულებებსა და იმას, თუ სად მიჭერს ეს „თაბაშირი".

ამ საშუალებას ენეაგრამა ჰქვია.

ის არ ცდილობს შენს გადაკეთებას. ის უბრალოდ გეხმარება დაინახო, რატომ გაქვს ეს არტახები გაკეთებული და როგორ ჩამოიხსნა ისინი მშვიდად, უმტკივნეულოდ, რომ შენი საუკეთესო მესკენ მიმავალ გზაზე თავისუფლად გადაადგილება შეძლო.

გაუზიარე

FacebookWhatsAppTelegramLinkedIn

გინდა სიღრმისეული სამუშაო?

ექსპრეს ტესტი — პირველი ნაბიჯი. სესია — ნამდვილი ცვლილება.